„მილანი“ სერია A-ს ბოლო ტურში „სასუოლოს“ ესტუმრება და 11-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია. მატჩის წინ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისი გუნდი მთელი სეზონი საუკეთესო იყო და ხვალაც საუკეთესო უნდა იყოს.
„აქამდე საუკეთესოები ვიყავით და ხვალაც საუკეთესოები უნდა ვიყოთ. მშვიდად და კონცენტრირებულად უნდა ვითამაშოთ, როგორც ყოველთვის. აზრი არ აქვს, აქამდე რა გავაკეთეთ, მთავარია, ხვალ რას გავაკეთებთ. „სასუოლოსთან“ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ბურთს კარგად ფლობს და შეტევაში ხარისხია ფეხბურთელები ჰყავს. ჩემს ფეხბურთელებში სიმშვიდეს ვხედავ, იმედია, მატჩამდე მცირედით დაძინებას მოვახერხებთ“, - თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ინტერს“ ორი ქულით უსწრებს და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა აქვს. ამიტომ, „როსონერი“ ჩემპიონი გახდება იმ შემთხვევაშიც თუ ფრეს ითამაშებს, გარდა გამარჯვებისა. თუ „მილანი“ წააგებს, ამ შემთხვევაშიც აქვს ჩემპიონობის შანსი, ოღონდ მაშინ, „ინტერმა“ „სამპდორიასთან“ ვერ უნდა მოიგოს.