სხვა

1:46 | 21.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოკლე აუზში მსოფლიო ჩემპიონატი ყაზანის ნაცვლად, მელბურნში ჩატარდება

ცურვის სახეობათა საერთაშორსო ფედერაციის (FINA) გადაწყვეტილებით, მოკლე აუზში მსოფლიო ჩემპიონატს, რუსეთის ქალაქ ყაზანის ნაცვლად, მელბურნი უმასპინძლებს. ყაზანზე უარის თქმის მიზეზი, უკრაინაში რუსეთის შეჭრაა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მელბურნი მოკლე აუზის ჩემპიონატს უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას 180 ქვეყნის 1 000-ზე მეტი ათლეტი მიიღებს.

FINA-ს პრეზიდენტ ჰუსაინ ალ-მუსალამის თქმით, ავსტრალიას ცურვაში დიდი ტრადიციები აქვს და ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებასაც ადვილად გაართმევენ თავს: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება FINA-ს კიდევ ერთი ძალიან წარმატებული შეჯიბრი. განსაკუთრებით მადლიერი ვართ მასპინძლების, რომლებმაც ამ პრესტიჟული ტურნირის ორგანიზება ითავეს“.

მელბურნის სპორტის და წყლის სახეობათა ცენტრში, მსოფლიო ჩემპიონატი 13-18 დეკემბერს გაიმართება.

0.118966