დიეგო მარადონას შვილმა, უმცროსმა დიეგო მარადონამ, რომელსაც დედა ნეაპოლელი ჰყავს და ნეაპოლში დაიბადა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
პატარა დიეგომ აღნიშნა, რომ „ნაპოლიში“ სათამაშოდ ფეხბურთელს ძლიერი ხასიათიც სჭირდება, მაგრამ კვარაცხელია ძლიერი მოთამაშეა.
„მისი თამაშის რამდენიმე ვიდეო გუშინ საღამოს ვნახე, ის ძალიან ძლიერი მოთამაშეა, რომელსაც კარგი დარტყმა აქვს. მაგრამ „ნაპოლიში“ სათამაშოდ დიდი ხასიათიც საჭიროა. თუმცა, თუ ჯუნტოლიმ ის შეიძინა, ეს ნიშნავს, რომ მართლაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“, - თქვა მარადონას შვილმა.
შეგახსენებთ, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა. ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.