ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი დარწმუნებულია, რომ კილიან მბაპე კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ტებასის განცხადებით, მბაპეს „პარი სენ ჟერმენში“ დარჩენა რომ სდომებოდა, კონტრაქტს აქამდე გაახანგრძლივებდა.
„მჯერა, რომ „რეალში“ გადავა. თუ ეს არ მოხდება, ჩვენი ჩემპიონატისთვის ცუდი ამბავი იქნება. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის განახლების სურვილი, რომ ჰქონოდა, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა“, - თქვა ტებასმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მბაპეს დედამ თქვა, რომ კილიანს პსჟ-დან და „რეალიდან“ აბსოლუტურად იდენტური შეთავაზება აქვს და ახლა გადაწყვეტილება მისმა შვილმა უნდა მიიღოს.