ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის თბილისში გასამართ ჯგუფში მონაწილე შეიცვალა. რუსეთის ეროვნული ნაკრები ფიბა-მ საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორა, ხოლო დღეს ფიბა-ევროპამ ევრობასკეტზე მისი შემცვლელი დაასახელა -მონტენეგრო.
ასე და ამგვარად, თბილიsში მიმდინარე წლის 1-7 სექტემბერს გასამართ ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსთან ერთად ესპანეთის, მონტენეგროს, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეი-ოფში ხსენებული 6 ნაკრებიდან 4 საუკეთესო გავა.
საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია:
1 სექტემბერი
ბელგია - საქართველო
3 სექტემბერი
საქართველო - ესპანეთი
4 სექტემბერი
თურქეთი - საქართველო
6 სექტემბერი
საქართველო - ბულგარეთი
7 სექტემბერი
საქართველო - მონტენეგრო