ფეხბურთი

18:55 | 20.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს დედა: "რეალიდან" და პსჟ-დან იდენტური შეთავაზება გვაქვს, ახლა გადაწყვეტილება მბაპემ უნდა მიიღოს"

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელის კილიან მბაპეს დედამ ფაიზა ლამარიმ თავისი შვილის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მბაპემ არჩევანი „რეალსა“ და პსჟ-ს შორის უნდა გააკეთოს, სხვა გუნდებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„დიახ, ჩვენ გვაქვს წინადადება „რეალიდან“ და პსჟ-დან კონტრაქტის განახლებაზე. ახლა კილიანის ჯერია, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ორივე წინადადება ეკონომიკურად ეკვივალენტური და პრაქტიკულად იდენტურია, დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ველოდებით მბაპეს არჩევანის გაკეთებას. სხვა მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“, - თქვა ლამარიმ.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს, 30 ივნისს ეწურება.

0.122487