ფეხბურთი

14:46 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ აღიარა, რომ არასოდეს უნდოდა „ბარსელონას“ გაწვრთნა

„რეალის“ ყოფილმა და „რომას“ ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთავაზებების მიუხედავად, არასოდეს სურდა „ბარსელონას“ გაწვრთნა.

„მიწვევდნენ „ბარსელონაში.“ კლუბის ერთი მაღალჩინოსანი დამიკავშირდა და სიტუაციის ანალიზი მთხოვა. მაშინ „ბარსას“ გარდამავალი პერიოდი ჰქონდა. თხოვნა შევუსრულე. ეს იყო და ეს. არასოდეს მდომებია იქ მემუშავა.

შემდეგ, ჩემდა სასიხარულოდ, სიტუაცია თავისი დინებით განვითარდა და მე აღარ შევუწუხებივარ.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Movistar+.

ეს ამბავი 2008 წელს ეხება. მაშინ ფრანკ რაიკაარდის წასვლის შემდეგ, კატალონიურ კლუბში მოურინიუს მისვლაზეც საუბრობდნენ.

0.12589