ფეხბურთი

12:12 | 19.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაკგრეგორი 40 წელს გადაცილებული მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროთასის ფინალში უთამაშია

„რეინჯერსის“ მეკარემ, ალან მაკგრეგორმა, ევროპა ლიგის ფინალური მატჩი „აინტრახტის“ წინააღმდეგ (1:1, 4:5 პენ) სრულფასოვნად ჩაატარა. ამ დღეს ის 40 წლის და 107 დღის იყო. ამისდაკვალად, შოტლანდიელი კარის დარაჯი მესამე 40 წელს გადაცილებული ფეხბურთელი გახდა, ვისაც ევროთასის ფინალში უთამაშია.

მანამდე ასეთი მიღწევა ედვინ ვან დერ სარს („მანჩესტერ იუნაიტედი“) ნიდერლანდელი მეკარე 40 წლის და 211 დღის იყო 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დინო ძოფს („იუვენტუსი“) 1983 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში 41 წლის და 8 დღის გახლდათ - ჰქონდათ.

0.118855