კატალონიის „ბარსელონა“ „სევილიას“ ფრანგი ცენტრალური მცველის, ჟიულ კუნდეს შეძენას გეგმავს.
თუმცა, „სევილიელი დალაქები“ 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც „ბარსასთვის“ ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე პრაქტიკულად მიუწვდომელი ფასია.
მიუხედავად ამისა, კატალონელები ტრანსფერზე მაინც მუშაობენ და მზად არიან „სევილიას“ კუნდეს სანაცვლოდ ორი ფეხბურთელი დაუთმონ - კლემენ ლენგლე და სერჯინიო დესტი.
მიმდინარე სეზონში ჟიულ კუნდემ ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 3 გოლის გატანა მოახერხა.