ფეხბურთი

19:23 | 18.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

პირველად ფეხბურთის ისტორიაში: აშშ-ში მამაკაცთა და ქალთა საპრიზო თანხა გათანაბრდა

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების ფეხბურთელთა ანაზღაურება და საპრიზო ფონდები მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთში გათანაბრდა. ეს ისტორიაში პირველად მოხდა.

როგორც აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ჯენტლმენური შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზე 2028-წლამდე კაცებიც და ქალებიც ერთნაირ ანაზღაურებას მიიღებენ.

მსოფლიო ფეხბურთში ეს პირველი პრეცედენტია, როცა მამაკაცთა და ქალთა შემოსავალი გათანაბრდა. აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პარლოუ კონუსმა აღნიშნა, რომ ეს სამუდამოდ შეცვლის აშშ-ში ფეხბურთს და ასევე იმოქმედებს მსოფლიოში ფეხბურთის პოტენციალის შეცვლაზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ქალთა ნაკრები ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონია, ასევე ოთხჯერ კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

0.11295