ტურინის „იუვენტუსი“ მილანის „ინტერისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის შეძენასთან ახლოსაა.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ხორვატ ფეხბურთელს „იუვე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. პერიშიჩს „ინტერთან“ კონტრაქტი ეწურება, რომელსაც სავარაუდოდ არ განაახლებს და თანახმაა ტურინელთა წინადადება მიიღოს, რომლებიც მას სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობენ.
ივან პერიშიჩი „ინტერის“ ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, მაგრამ მილანელებს მისი შემცვლელი, რობინ გოსენსის სახით უკვე ნაყიდი ჰყავთ. 33 წლის ფეხბურთელმა 2015 წლიდან 253 შეხვედრაში 54 გოლი გაიტანა. 2019-2020 წლების სეზონი მან იჯარით „ბაიერნში“ გაატარა, ასევე უთამაშია „დორტმუნდსა“ და „ვოლფსბურგში“.