სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გერმანელმა მოციგავე იოჰანს ლუდვიგმა, თავისი კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს გააკეთა სამი თვის შემდეგ, რაც პეკინში მეორე და მესამე ოლიმპიურ ოქროს მედლებს, ინდვიდუალურ ციგაობასა და ესტაფეტაში დაეუფლა.
36 წლის მოციგავემ პირველი ოლიმპიური ოქრო პიონჩანის თამაშებზე, გუნდურ ესტაფეტაში მოიპოვა. ის 2017 და 2020 წლებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პიონჩანშივე, ინდივიდუალურ ციგაობაში ბრინჯაოს დასჯერდა. ერთი ბრინჯაო კი მსოფლიოს 2013 წელს აქვს მოპოვებული.
„გასულ 30 წელიწადში, ჩემი ყოველი დღე სპორტს, ციგაობას ეძღვნებოდა. ეს ჩემგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ჩემთვის იყო მობილიზებული ოჯახი. ახლა კი ჩემი ცხოვრების ახალი ფაზის დაწყებას ვაპირებ. ძირითადად ფედერალური პოლიციელის როლში ვიქნები. თუმცა ამჟამად მთელ ყურადღებას ოჯახს დავუთმობ. ზაფხულს ჩემს შვილებთან ერთად გავატარებ, რომლებმაც ჩემ გარეშე დიდი დრო გაატარეს“, - ამბობს ლუდვიგი, ვინც პეკინში ასპარეზობისას, ციგაობის ეროვნული საციგაო ტრეკის რეკორდი ორჯერ დაამყარა.