„ლივერპულისა“ და სლოვაკეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარტინ შკრტელმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ სლოვაკური მედია იტყობინება.
ტრნავას „სპარტაკის“ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლო ტურის მატჩი მის კარიერაში ბოლო იქნება. 37 წლის მცველის თქმით, ამის მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემებია.
მარტინ შკერტელმა კარიერა „ტრენჩინში“ დაიწყო. შემდეგ „ლივერპულში“, „ფენერბაჰჩეში“, „ბაშაკშეჰირში“ და „ზენითში“ ითამაშა. მარტინ შკრტელი სლოვაკეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ოთხჯერ დასახელდა.