ტურინის „იუვენტუსი“ მატაის დე ლიხტთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მხარეებმა პრაქტიკულად შეთანხმებას მიაღწიეს და დე ლიხტი კონტრაქტს, რომელიც ახლა 2024 წლამდეა ძალაში, ორი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე განახლდება.
ჯორჯო კიელინის კლუბიდან წასვლის შემდეგ ტურინელები დე ლიხტს მის მთავარ მემკვიდრედ მოიაზრებენ და ნიდერლანდელი ფეხბურთელის შენარჩუნებას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ დე ლიხტი იტალიურ გრანდში ბედნიერია და „იუვეში“ დარჩენა მასაც სურს.
შეგახსენებთ, რომ მატაის დე ლიხტი „იუვენტუსში“ 2019 წელს გადავიდა და 115 თამაშში თავი 8 გოლით გამოიჩინა.