ავტოსპორტი

2:44 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა E-ს ჩემპიონი ნიკ დე ფრისი „უილიამსის“ პრაქტიკებში მიიღებს მონაწილეობას

ელექტრონულ ფორმულა E-ს მსოფლიო ჩემპიონი, ჰოლანდიელი ნიკ დე ფრისი, „უილიამსის“ ავტომობილით, ესპანეთის დიდი პრიზის პრაქტიკებში მიიღებს მონაწილეობას. პარასკევსი პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ის ტაილანდელ ალექს ელბონს შეცვლის.

ფორმულა 1-ის წესების შესაბამისად, გუნდები ვალდებულები არიან, სეზონის განმავლობაში, ორ თავისუფალ სესიაზე, ახალბედა პილოტებს მისცენ გამოცდილების მიღების საშუალება. დე ფრისი უკვე 27 წლისაა და ის „მერსედესის“ სარეზერვო პილოტია.

დე ფრისს „მერსედესის“ მანქანით ტესტებში მონაწილეობა მიღებული აქვს, მაგრამ დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკებზე ჯერ არ უასპარეზია. ის დიდი ხანია, პერსპექტიულ პილოტად მიიჩნევა, მაგრამ ფორმულა ერთში თავის გამოჩენის საშუალება ჯერ არ ჰქონია.

დე ფრისმა ფორმულა 2-ის 2019 წლის სეზონში გაიმარჯვა. მაშინ მისი მეტოქე, „უილიამსის“ ახლანდელი პილოტი, კანადელი ნიკოლას ლატიფი იყო.

0.120132