„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს შენარჩუნება სურს. როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, პორტუგალიელი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.
„რონალდუ გიგანტია, მან უკვე ბევრი დაამტკიცა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კრიშტიანუ მაინც წარმოუდგენლად ამბიციური ადამიანია. რა თქმა უნდა, მსურს მისი გუნდში შენარჩუნება. ის „მანჩესტერის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა და შეუძლია გააგრძელოს შესანიშნავი შედეგიანობა“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერში“ მუშაობას 1 ივლისიდან შეუდგება, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.