„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა დიდი პროგრესი განიცადა და სეზონს მთლიანობაში დადებითად აფასებს.
„ამ დროისთვის მაქსიმუმს მივაღწიეთ. ესპანეთის სუპერთასზე თამაშზე შანსი გვაქვს. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვინდა გამარჯვება და იმედიც გვქონდა, რომ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებდით.
მთლიანობაში დიდი ნახტომი გავაკეთეთ, რადგან, როცა კლუბში მოვედი, მეცხრე ადგილზე იყო. ახლა „ვილიარეალი“ უნდა დავამარცხოთ, ვინაიდან ყველაფრის მიუხედავად ვერ მოვდუნდებით. რაც შეეხება მატჩს, ორივე გუნდისთვის რთული თამაში იყო, მაგრამ გამარჯვებასთან ჩვენ უფრო ახლოს ვიყავით და რაღაც მომენტში არ გაგვიმართლა“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის ამ სეზონს მეორე ადგილზე დაასრულებს, ბოლო ტურში კი 22 მაისს, „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება.