სხვა

4:15 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიელმა ჰინდლიმ ჯიროს მეცხრე ეტაპზე გაიმარჯვა

ავსტრალიელმა ჯეი ჰინდლიმ, ჯიო ფ’იტალიას მეცხრე ეტაპი ბრძოლით მოიგო. მან დაწინაურებულთა ჯგუფსი მყოფი რამდენიმე ჩამოიტოვა და ფინიში პირველმა გადაკვეთა. მას მცირედით ჩამორჩა ჯიროს 20190 წლის ჩემპიონი, ეკვადორელი რიჩარდ კარაპასი.

ფინიშამდე 50 კილომეტრი რჩებოდა, როდესაც ერითრეელი ნატნაელ ტესფაციონი და იტალიელი დიეგო როსა დაწინაურდნენ. მაგრამ პასო ლანჩანოდან დაშვებისას, ტესფაციონი დაეცა და რბოლას გამოეთიშა. როსამ კი მარტომ უპირატესობის შენერჩუნება ვერ შეძლო.

ფინიშამდე 15 კილომეტრით ადრე, ლიდერს მდევართა ჯგუფი წამოეწია, რომელშიც ყველაზე მეტად, „ინეოს გრენადერსის“ მრბოლები, მათ შორის, კარაპასიც აქტიურობდნენ. საბოლოოდ, გამარჯვებულის ვინაობა სპრინტერულმა ფინიშმა გაარკვია. კარაპასმა, ჰინდლიმ და ფრანგმა რომენ ბარდემ რბოლა თითქმის ერთდროულად დაასრულეს. მათგან ყველაზე სწრაფი ჰინდლი აღმოჩნდა, ვინც ჯიროზე ეტაპი მეორედ მოიგო.

ლიდერის ვარდისფერი მაისური კი ისევ ესპანელ ხუან პედრო ლოპესს დარჩა, ვინც ამისთვის იმაზე მეტი მოახერხა, ვიდრე შეეძლო. ბარდემ კლასიფიკაციაში მესამეზე გადაინაცვლა და ახლა ლოპესს 14 წამით ჩამორჩება. კარაპასი, ლიდერთან 15-წამიანი ჩამორჩენით, მეოთხეზეა. ჰინდლი მასზე 5 წამით უკანაა.

ორშაბათი ჯიროზე დასვენების დღეა.

0.115249