კალათბურთი

2:27 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბოსტონმა" გადამწყვეტი მატჩი იოლად მოიგო, "მილუოკი" გავარდა

„ბოსტონმა“ „მილუოკის“ სერიის მეშვიდე შეხვედრა ძალიან იოლად მოუგო და NBA-ს პლეი-ოფის ნახევარფინალში, აღმოსავლეთ კონფერენციის კი ფინალში გავიდა.

„სელტიკმა“ პირველი პერიოდი წააგო, მაგრამ ამის შემდეგ სოლიდურ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა და სრულიად ლოგიკური იყო, რომ მარტივად, 109:81 მოიგო.

„ბოსტონს“ გრანტ უილიამსმა ულიდერა, რომლის ანგარიშზე 27 ქულა და 6 მოხსნა იყო, ხოლო ჯეისონ ტეიტუმმა 23 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. „მილუოკიში“ საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ 25 ქულით, 20 მოხსნით და 9 პასით, მაგრამ ბერძენი კალათბურთელის გარდა, სათანადოდ „ბაქსის“ ვერცერთმა კალათბურთელმა ითამაშა. აქვე ვთქვათ, რომ სანდრო მამუკელაშვილი განაცხადში ისევ არ იყო.

ამრიგად, მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი“ ასპარეზობას გამოეთიშა, ხოლო „ბოსტონი“ კონფერენციის ფინალში „მაიამის“ დაუპირისპირდება. სერია 18 მაისს, სწორედ მაიამიში დაიწყება.

0.123295