ფეხბურთი

12:55 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "დე იონგი? ყველაფერი კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ფრენკი დე იონგის კლუბიდან წასვლა არ გამორიცხა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, დე იონგი მისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაფერი კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„დე იონგი ჩემთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან თითქმის ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, მაგრამ ყველაფერი კლუბის ეკონომიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ფრენკის შეუძლია კლუბის ერთ-ერთი ლეგენდა გახდეს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, ფრენკი დე იონგი „ბარსელონაში“ 2019 წლიდან თამაშობს და მას ყველაზე აქტიურად „მანჩესტერს“ უკავშირებენ, რომელიც მზადაა 25 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელში 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

0.12366