ფეხბურთი

11:40 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონი გახდა

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონი გახდა. პოზნანის „ლეხმა“ ტიტული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა.

33-ე ტურში „ლეხმა“ სტუმრად პოზნანურ დერბიში „ვარტა“ 2:1 დაამარცხა, ხოლო მისი კონკურენტი „რაკუვი“, რომლის ღირსებას ვაკო გვილია და ლუკა გაგნიძე იცავენ, „ზაგლებიესთან“ 0:1 დამარცხდა. შედეგად, პოზნანელებმა კონკურენტს 5 ქულით გაასწრეს და ჩემპიონობა გაინაღდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები პოლონეთის თასის ფინალშიც შეხვდნენ და იქ გამარჯვება „რაკუვს“ დარჩა. „ლეხი“ პოლონეთის ჩემპიონი ისტორიაში მერვედ გახდა, 2015 წლის შემდეგ კი პირველად.

აქვე გეტყვით, რომ ნიკა კვეკვესკირმა ამ ჩემპიონობაში წვლილი 28 მატჩით, 2 გოლით და 1 საგოლე პასით შეიტანა.

0.127104