კალათბურთი

10:45 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ორქულიანი ბოლო წამზე: შერმადინმა "ტენერიფეს" სეზონი გამარჯვებით დაასრულებინა (+VIDEO)

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტური გამარჯვებით დაასრულა გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „მორაბანკ ანდორას“ შეხვდა და მეტოქეს დაძაბულ შეხვედრაში 77:75 აჯობა.

ბოლო ორქულიანი სწორედ ქართველმა კალათბურთელმა ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. შერმადინმა მნიშვნელოვანი ქულა მატჩის დასრულებამდე 1 წამით ადრე ჩააგდო და მეტოქეს არეანაირი შანსი აღარ დაუტოვა.

გიორგიმ თამაში ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 23:37 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. მან 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდომ 3-ქულიანი კი არ უსვრია.

„ტენერიფემ“ სეზონი 21 მოგებითა და 13 მარცხით მე-5 ადგილზე დაასრულა.

0.122047