მოტოგრანპრიმ გამოაცხადა, რომ ტუსკანის დიდ პრიზზე, რომელიც ორ კვირაში, მუჯელოს (ბოლონიასა და ფლორენციას შორის მდებარეობს) ტრეკზე გაიმართება, ვალენტინო როსის პატივსაცემად, ხმარებიდან ამოიღებენ 46 ნომერს, რომლითაც ილ დოტორე მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ასპარეზობდა.
როსის წრიულ მოტორბოლების სხვადასხვა კლასში, მსოფლიო ჩემპიონის ცხრა ტიტული აქვს მოპოვებული. მათ შორის შვიდი უმაღლეს კლასში. სულ 115 რბოლა მოიგო, კვარცხლბეკზე კი 235-ჯერ ავიდა. ლეგენდარულმა იტალიელმა თავისი სახელოვანი კარიერა გასულ სეზონში დაასრულა.
43 წლის როსიმ ბოლო გამარჯვება ჰოლანდიის 2017 წლის დიდ პრიზზე, „იამაჰას“ მოტოციკლით მოიპოვა. 28 მაისს, მუჯელოში საზეიმო ცერემონიას თავად როსიც დაესწრება.
ილ დოტორე ამჟამად საავტომობილო რბოლებში მონაწილეობს.