ჩოგბურთი

21:45 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკი იტალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი იგა სვიატეკი კვლავ ფინლშია. ამჯერად რომში, იტალიის ღია პირველობის ტიტულის მოსაპოვებლად ითამაშებს. ნახევარფინალში მან ბელარუსი არინა საბალენკა 6-2, 6-1 დაამარცხა და ზედიზედ 27-ე გამარჯვება მოიპოვა.

ფინალში სვიატეკის მეტოქე, კარგ ფორმაში მყოფი ტუნისელი ონს ჟაბურია, ვინც რუსი დარია კასატკინა 6-4, 1-6, 7-5 დაამარცხა.

წინა ორი შეხვდრისგან განსხვავებით, ამჯერად სვიატეკმა თავიდანვე აგრესიულად დაიწყო და პირველ ოთხ გეიმში ორ ბრეიკს მიაღწია. ამის შემდეგაც, მისი უპირატესობა აშკარა იყო და პოლონელმა სეტი ნახევარ საათში მოიგო.

მანვე მეორე სეტშიც არ უკლო ტემპს და პირველი ოთხი გეიმი მოიგო. მსოფლიოს მერვე ჩოგანმა საბალენკამ მხოლოდ ის შეძლო, რომ მეხუთე გეიმი მოიგო, რის შემდეგაც სამედიცინო დახმარება მოითხოვა. მაგრამ ამან ვერაფერი შეცვალა. სვიატეკმ მომდევნო ორი გეიმიც მოიგო და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

შეხვედრის განმავლობაში, საბალენკამ 31 უნებლიე შეცდომა დაუშვა, მეტოქეზე დაახლოებით ორჯერ მეტი. ამა სვიატეკმა თავისი გარჯით აღებული 15 ქულაც დაუმატა. ეს მათი მეოთხე შეხვედრა იყო, რომელთაგან საბალენკას მხოლოდ ერთი აქვს მოგებული. სვიატეკმა კი ის სამივეჯერ მიმდინარე სეზონში (რომამდე, დოჰას მეოთხედფინალში და შტუტგარტის ფინალში) დაამარცხა.

0.120387