ფეხბურთი

19:20 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა მოდრიჩი "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იტყობინება.

ცნობილი იტალიელი ინსაიდერის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ყველა დოკუმენტი მზად არის და უახლოს მომავალში ხორვატი ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ლუკას მოქმედი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და მოსალოდნელია, რომ მას ერთი წლით, 2023 წლის ზაფხულამდე განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩი „რეალს“ 2012 წლის ზაფხულში „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 434 შეხვედრაში 31 გოლის გატანა მოახერხა.

0.112589