ფეხბურთი

17:00 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეაუ: "ჩემს საფეხბურთო კუმირებში ზლატანი რომ არ შევიყვანო, მომკლავს, მე კი სიცოცხლე მინდა"

„მილანის“ ნახევარმცველმა რაფაელ ლეაუმ თავისი საფეხბურთო კუმირები დაასახელა და მასში ზლატან იბრაჰიმოვიჩიც შეიყვანა. როგორც პორტუგალიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, ასე რომ არ მოიქცეს, ზლატანი მოკლავს.

„რონალდუ, ნეიმარი, მბაპე და რონალდინიო ჩემი საფეხბურთო კუმირები არიან, მაგრამ მე იბრაჰიმოვიჩსაც დავასახელებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ის მომკლავს, მე კი სიცოცხლე მინდა.

სერიოზულად რომ ვთქვა, „მილანში“ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, აქ ბედნიერი ვარ. ჩვენი გუნდი მიმდინარე სეზონში წარმატებით თამაშობს და მომავალში ჩვენი საბოლოო მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“, - თქვა 22 წლის პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაუმ მიმდინარე სეზონში „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

0.130404