ფეხბურთი

1:27 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ სეზონი გოლებით დაასრულეს

ბუდუ ზივზივაზემ და გიორგი ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატის 2021-2022 წლების სეზონი შედეგიანად დაასრულეს.

OTP Bank ლიგის ბოლო ტურში „უიპეშტმა“ სტუმრად „მეზოკოვეშდი“ 3:2 დაამარცხა, გიორგიმ და ბუდუმ გოლები გაიტანეს. ბერიძემ 66-ე წუთზე დიაგონალური დარტყმით გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა (2:1), ხოლო 5 წუთის შემდეგ ზივზივაძის ჯერი დადგა, რომელმაც ანგარიში 3:2 გახადა.

ბუდუ ზივზივაძე „უიპეშტს“ იანვარში შეუერთდა და 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა, გარდა ამისა, მან 2 გოლი სეზონის პირველ ნახევარში „ფეჰერვარში“ მიითვალა და სეზონი 13 გოლით დაასრულა, ხოლო გიორგი ბერიძემ 27 შეხვედრაში თავი 8 გოლით გამოიჩინა, ამასთან, უნგრეთის თასსა და კონფერენს ლიგაზე 4 გოლი გაიტანა.

„უიპეშტმა“ სეზონი 44 ქულით დაასრულა და მეხუთე ადგილზეა, თუმცა, მისი გადასწრების შანსი „პაკშის“ აქვს, რომელსაც ბოლო ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია.

0.112947