„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალს მიღმა დარჩენა მის მომავალს არ ცვლის.
„კონტრაქტს თუ გავახანგრძლივებ, ეს მომდევნო სეზონის ბოლოს მოხდება, მანამდე ამას არ გავაკეთებ. იმედგაცრუებული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში გვინდოდა, მაგრამ ეს არ ცვლის ჩემს მომავალს და არც წარსულს“, - თქვა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან ავარჯიშებს და კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.