ფეხბურთი

15:00 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

დაპირისპირება ნედვედსა და ანიელის შორის "ინტერთან" მარცხის გამო

იტალიური მედია იტყობინება, რომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ „იუვენტუსის“ გასახდელში დაპირისპირება იყო.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, პაველ ნედვედი მარცხით ძალიან გაბრაზებული იყო და გასახდელში ჯერ მასიმილიანო ალეგრისთან იჩხუბა. ჩეხი მთავარ მწვრთნელს შეცვლების არასწორად გაკეთებაში ადანაშაულებდა. კამათში მონაწილეობდა ლეონარდო ბონუჩიც, რომელიც ასევე ალეგრის დაუპირისპირდა.

წყაროს თანახმად, დაპირისპირება შემდეგ პაველ ნედვედსა და ანდრეა ანიელის შორის გაგრძელდა. ცნობილია, რომ ნედვედი ალეგრის მთავარი კრიტიკოსია და კლუბში მისი დაბრუნების წინააღმდეგიც იყო, თუმცა, მაქსის დაბრუნების გადაწყვეტილება ანიელიმ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ წააგო და 2011 წლის შემდეგ ტიტულის გარეშე პირველად დარჩა.

0.111973