კალათბურთი

21:00 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბოლონიას" თორნიკე შენგელიას შენარჩუნება უნდა

„ვირტუს ბოლონია“ თორნიკე შენგელიას შენარჩუნებას და მასთან კონტრაქტის განახლებას იმედოვნებს. იტალიური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ლუკა ბარალდიმ განაცხადა, რომ ამისთვის საჭირო პირობები არსებობს და შენგელიას დარჩენა შესაძლებელია.

„ვთქვათ, რომ ევროლიგაზე გარანტირებული მონაწილეობით თავს საუკეთესო მდგომარეობაში ვიყენებთ, რათა დავარწმუნოთ ის დარჩენაში და კონკურენცია გავუწიოთ ნახსენებ მეტოქეებს, მაგალითად „ბარსელონას“. საბოლოო შეთანხმებამდე რაღაც გვაკლია, მაგრამ თოკო ძალიან კარგად მოერგო ახალ რეალობას, ძალიან კარგად გრძნობს თავს, ოჯახი და შვილები ბოლონიაში ჩამოიყვანა. კონტრაქტის განახლებისთვის საჭირო პირობები არსებობს“, - თქვა ბარალდიმ.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას“ ორი თვის წინ შეუერთდა და კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ბოლონიელებმა ევროთასი მოიგეს, რის შედეგადაც მომდევნო სეზონში ევროლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

0.117765