ჩოგბურთი

2:44 | 13.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა ზედიზედ 25-ე შეხვედრა მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იგა სვიატეკმა ზედიზედ 25-ე შეხვედრა მოიგო. ეს იტალიის ღია პირველობის მერვედფინალში მოხდა, პოლონელმა ჩოგბურთელმა ბელარუს ვიქტორია აზარენკას 6-4, 6-1 მოუგო. გამარჯვებების ასეთი ხანგრძლივი სერია ბოლოს სერენა უილიამსს 2015 წელს ჰქონდა. მაშინ მან ზედიზედ 27 შეხვედრა მოიგო.

სვიატეკი მეოთხედფინალში აშშ-ის ღია პირველობის 2019 წლის ჩემპიონს, კანადელ ბიანკა ანდრეესკუს დაუპირისპირდება.

„იმედი მაქვს, რომ მასთან თამაშს უფრო უკეთ, ალბათ უფრო აგრესიულად დავიწყებ. იმავდროულად, უნებლიე შეცდომებსაც უნდა ვუკლო. მას ერთხელ შევხვედრივარ. ეს იუნიორებში მოხდა, თიხნარზე ვითამაშეთ. ძალიან რთული შეხვედრა იყო. ვიცი, რომ ახლაც ასე იქნება“, - თავის მომავალ მეტოქესთან შეხვედრაზე განაცხადა სვიატეკმა.

აზარენკასთან შეხვედრის დასაწყისში, სვიატეკი თავიდან 0-30 ჩამორჩა. მაგრამ 20 წლის პოლონელმა მალევე აუღო ალღო მეტოქის თამაშს და მომდევნო ხუთი გეიმის მოგებით, დაწინაურდა. 5-3-ზე სვიატეკი აწოდებდა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ჯერ ოთხი სეტ პოინტი მოიგერია. შემდეგ კი ბრეიკსაც მიაღწია. მაგრამ პოლონელმა მომდევნო გეიმშივე შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტში, საფრანგეთის ღია პირველობის 2020 წლის ჩემპიონი სრულად დომინირებდა. მან მეტოქის გეიმი კიდევ ოთხჯერ მოიგო და შეხვედრა ორ საათზე ნკლებში დაასრულა.

სვიატეკს ამ სეზონში უკვე ოთხი ტურნირი აქვს მოგებული - ის დოჰას, ინდიან ველსის, მაიამის და შტუტგარტის ტურნირების ჩემპიონი გახდა და ახლა მეხუტეს ფავორიტიცაა.

რაც შეეხება ანდრეესკუს, მან ბოლო 14 თვეში პირველად მიაღწია WTA 1000-ის ტურნირის მეოთხედფინალს. მერვედფინალში მან 6-4, 6-4 მოუგო საკვალიფიკაციო ეტაპგამოვლილ ხორვატ პეტრა მარტიჩს.

21 წლის კანადელი, ვისაც ექვსი თვე მენტალური პრობლემების გამო გაუცდა, კორტს შტუტგარტის ტურნირზე დაუბრუნდა. რომში კი ის პირველად ასპარეზობს.

0.113893