დორტმუნდის „ბორუსიას“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ აქსელ ვიტსელი დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მარკო როზემ დაადასტურა.
ვეტერანი ბელგიელი ფეხბურთელი კონტრაქტს, რომელიც 30 ივნისს, იწურება არ განაახლებს. ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 33 წლის ნახევარმცველი.
აქსელ ვიტსელი „დორტმუნდის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავდა და 144 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა. ბელგიელს მანამდე „სტანდარდში“, „ბენფიკაში“, „ზენიტსა“ და „ტიანჯინში“ უთამაშია.