„მანჩესტერ იუნაიტედის“ 37 წლის დიდვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერლიგის აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - გვამცნობს ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მიმდინარე სეზონში ეს მეორე მსგავსი ჯილდოა პორტუგალიელისთვის. პირველად საუკეთესოდ ის გასულ სექტემბერს დაასახელეს.
საინტერესოა, რომ ჯამში კრიშტიანუ პრემიერლიგის თვის ლაურეატი მეექვსედ გახდა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენებს, ჰარი კეინსა და სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა.