სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:50 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯო კიელინი 17 სეზონის შემდეგ "იუვენტუსს" დატოვებს

ჯორჯო კიელინიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ „იუვენტუსს“ დატოვებს. ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მაგრამ წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ორშაბათს ჩემს სტადიონს დავემშვიდობები, შემდეგ თუ კარგად ვიქნები, ფლორენციაშიც ვითამაშებ. ვაჩვენე, რომ კარგ ფორმაში მივდივარ და გზას ახალგაზრდებს ვუთმობ. ეს 100%-ით ჩემი არჩევანია, მიუხედავად იმისა, რომ ადვილად მისაღები არ იყო. „იუვენტუსის“ პირველი გულშემატკივარი ვიქნები, რადგან ეს გუნდი ჩემთან რჩება. სამწუხაროა, რომ ხელცარიელი მიწევს წასვლა და 10 წლის შემდეგ უტიტულოდ დავრჩით. წავალ თუ არა ფეხბურთიდან ჯერ არ ვიცი, გადაწყვეტილებას ჩემს ოჯახთან საუბრის შემდეგ მივიღებ“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლის ზაფხულში გადავიდა და დღემდე 559 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. კიელინიზე მეტი მატჩი „იუვეში“ მხოლოდ ალესანდრო დელ პიეროს (705) და ჯანლუიჯი ბუფონს (685) აქვთ ჩატარებული. 37 წლის მცველმა „ბიანკონერიში“ 9-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, ხუთ-ხუთჯერ იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოიგო, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა. ჯორჯო კიელინი 1 ივნისს იტალიის ნაკრებსაც დაემშვიდობება და არგენტინასთან მატჩში „სკუადრა აძურაში“ ბოლოჯერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.121114