სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

1:35 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის თასი "ინტერმა" მოიგო, "იუვენტუსისთვის" სეზონი კოშმარული გამოდგა

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონი ზუსტად ისე დაასრულა, როგორც დაიწყო - კოშმარულად. მასიმილიანო ალეგრის გუნდს სეზონის გადარჩენა იტალიის თასის მოგებით შეეძლო, მაგრამ ეს ვერ გააკეთა და 2011 წლის შემდეგ პირველად ტურინულმა გრანდმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა!

„იუვემ“ „ინტერთან“ რომში გამართული ფინალი წააგო. სანამ ფინალზე ვიტყოდეთ, მაგრამ ვთქვათ, რომ ამ სეზონში ალეგრის გუნდი „ინტერს“ 4-ჯერ შეხვდა და ვერცერთხელ დაამარცხა, ეს კი კატასტროფაა. თან, ორჯერ სატიტულე შეხვედრა წააგეს, ჯერ იტალიის სუპერთასზე და ახლა იტალიის თასზე.

როგორც 4 თვის წინ, ახლაც ყველაფერი დამატებით დროში გადაწყდა. „იუვემ“ გოლი სწრაფადვე, მეშვიდე წუთზე გაუშვა და შემდეგ უპირატესობას დაეუფლა, მაგრამ პირველ ტაიმში ვერ გაათანაბრა.

სამაგიეროდ, მეორე ტაიმის საწყის 7 წუთში, ორწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და დაწინაურდა. ჯერ ალექს სანდრომ გაათანაბრა, მერე დუშან ვლაჰოვიჩმა შეძლო საკუთარი გუნდის წინ გაყვანა. სწორედ მეორე გოლის შემდეგ „იუვემ“ თამაში შეწყვიტა და ანგარიში ვერ შეინარჩუნა. მე-80 წუთზე მატაის დე ლიხტმა პენალტი აიკიდა, რომელიც ჰაკან ჩალჰანოღლუმ ზუსტად დაარტყა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

99-ე წუთზე დე ლიხტმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, მეორე პენალტი აიკიდა და ამჯერად ივან პერიშიჩმა გაიტანა. ხორვატმა სამ წუთში ლამაზი დარტყმით სხვაობა გაზარდა და მატჩს ყველანაირი ინტრიგა მოუკლა.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ სეზონი ფატალურად დაასრულა და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, დიდი ვერაფერი ნუგეშია. შედარებისთვის, შარშან ანდრეა პირლოს „იუვემ“ იტალიის თასიც მოიგო და იტალიის სუპერთასიც. სეზონის ბოლომდე სერია A-ს ორი მატჩი დარჩა, რომელიც არაფერს წყვეტს, სამაგიეროდ, გადაწყვეტილების მიღება მოუწევს კლუბის ხელმძღვანელობას რა ბედი ეწევა ალეგრის, რომელსაც კლუბთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

„ინტერმა“ და სიმონე ინძაგიმ კი უკვე ორი ტიტული მოიგეს, თასამდე, როგორც ვთქვით, იტალიის სუპერთასი. „ნერაძურის“ სკუდეტოს მოგებაც შეუძლია, ოღონდ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული, დარჩენილ ორ ტურში „მილანმა“ 4 ქულა ვერ უნდა დააგროვოს.

„იუვენტუსი“ – „ინტერი“ 2:4 დ.დ (0:1)

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

„იუვენტუსი“ (4-2-3-1): პერინი; დანილო (მორატა 41), დე ლიხტი, კიელინი (კიელინი 84), ალექს სანდრო (პელეგრინი 90); ზაკარია (ლოკატელი 67), რაბიო; კუადრადო, დიბალა (კინი 100), ბერნარდესკი (ბონუჩი 67); ვლაჰოვიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო (დიმარკო 64, ბასტონი 116), დე ვრაი, შკრინიარი; დარმიანი (დუმფრისი 64), ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ (ვიდალი 90), პერიშიჩი; ლაუტარო მარტინესი (სანჩესი 90), ჯეკო (კორეა 63)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 ბარელა (7), 1:1 ალექს სანდრო (50), 2:1 ვლაჰოვიჩი (52), 2:2 ჩალჰანოღლუ (80, პენ), 2:3 პერიშიჩი (99, პენ), 2:4 პერიშიჩი (102)

გაფრთხილება: ალეგრი (83, 104), ლოკატელი (90) - ბროზოვიჩი (55)

გაძევება: ალეგრი (104)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (8) – 17 (7) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 7:9 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: პაოლო ვალერი

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114362