კალათბურთი

1:01 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" ევროთასის ჩემპიონია

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ევროთასის ჩემპიონი გახდა. იტალიურმა კლუბმა ფინალში თურქული „ბურსასპორი“ 80:67 დაამარცხა.

იტალიელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს 13-ქულიანი უპირატესობა, რაც დარჩენილ დროში ხელიდან აღარ გაუშვიათ და სეზონში პირველი ტიტული მოიგეს.

შენგელიამ 22:58 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონიამ“, რომელიც ევროლიგის ორგზის ჩემპიონია (1998, 2001), ევროთასი ისტორიაში პირველად მოიგო და გარდა იმისა, რომ ტიტული მოიპოვა, მომდევნო სეზონში ევროლიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა, რაც სხვათა შორის, შენგელიას გუნდში დარჩენის შანსს ძალიან ზრდის.

სერჯო სკარიოლოს გუნდი სეზონში მეორე ტიტულისთვის იბრძვის და იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტია.

0.110055