ფეხბურთი

22:05 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" კარიმ ადეიემი დაიმატა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ერლინგ ჰოლანდის შემცვლელი უკვე დაიმატა - კარიმ ადეიემი. გერმანულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ადეიემმა „ყვითლებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და აღნიშნა, რომ არჩევანი მარტივად გააკეთა:

„ბავშვობიდან „დორტმუნდით“ ვიყავი გატაცებული და ამიტომ, როცა ინტერესის შესახებ გავიგე, არჩევანი მარტივი იყო. გრძელვადიანი კონტრაქტი შეგნებულად გავაფორმე, რადგან ამ კლუბთან და ფანტასტიკურ გულშემატკივრებთან ერთად ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ“, - თქვა ადეიემმა.

აქვე გეტყვით, რომ 20 წლის კარიმ ადეიემი აქამდე ავსტრიულ „ზალცბურგში“ თამაშობდა, რომლის რიგებში ჩატარებულ 92 თამაშში 33 გოლი გაიტანა, გერმანიის ნაკრების მაისურით კი მის ანგარიშზე 3 მატჩი და 1 გოლია. შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს და ადეიემიც მისი შემცვლელია.

0.13359