იტალიური „ჯენოას“ ყოფილმა მწვრთნელმა კლაუდიო ონოფრიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისგან რაღაც საინტერესოს უნდა ელოდნენ.
„მართლაც ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, მარცხენა გარემარბი, რომელიც მემარჯვენეა. შთამბეჭდავად ძლიერია. რა თქმა უნდა, მას ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ რაღაც საინტერესოს უნდა ველოდოთ“, - თქვა ონოფრიმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აურელიო დე ლაურენტისმა ოფიციალურად დაადასტურა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერი. ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბს ზაფხულში შეუერთდება და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.