„იუვენტუსი“’ დაინტერესბულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, პოლ პოგბას გადაბირებით - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ალფრედო პედულა.
წყაროს ინფომაციით, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ფრანგს ხელფასის განახევრება მოუწევს. ინგლისურ კლუბში ის წელიწადში დაახლოებით 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. „იუვენტუსში“ კი მას წლიურად 7-8 მილიონზე მეტს ვერ გადაუხდიან,
საინტერესოა რომ არიან კლუბები, რომლებიც პოგბას წელიწადში 10 მილიონზე მეტ ხელფასს სთავაზობენ.