ფეხბურთი

13:48 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ „ბარსელონას“ ბერნარდუ სილვას მხოლოდ 100 მილიონად მიჰყიდის

„მანჩესტერ სიტი“ მზად არ არის პორტუგალიელ ნახევარმცველს, ბერნარდუ სილვას შეელიოს, რომლის მიმართაც ინტერესს „ბარსელონა“ იჩენს. „ქალაქელები“ თავის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში შეცვლიან თუ კატალონიური კლუბი 100 მილიონ ევროს გადაიხდის - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ექრემ კონური.

27 წლის სილვა „სიტიში“ 2017 წელს გადავიდა „მონაკოდან“ 50 მილიონ ევროდ. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირში 47 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და ექვსი საგლე გადაცემა შეასრულა.

0.133687