ჩოგბურთი

1:17 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსაკა და ალკარასი იტალიის ღიაზე ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ

მას შემდეგ, რაც კარლოს ალკარასმა მადრიდის ღია პირველობა მოიგო, მან გამოაცხადა, რომ ვერ ითამაშების იტალიის ღია პირველობაზე, რადგან მადრიდში თამაშისას, მარჯვენა კანჭი დაუზიანდა. მის მსგავსად, რომში ვერც ნაომი ოსაკა გამოვა, ვისაც მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესი აწუხებს.

19 წლის ალკარასმა მადრიდში ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ბოლოს ალექსანდერ ზვერევი. ის შესანიშნავ ფორმაშია და ტრავმაც რომ არა, საფრანგეთის ღია პირველობის წინ, დასვენება ისედაც არ აწყენდა. სხვათა შორის, ალკარასმა აღნიშნული ტრავმა ჯერ კიდევ მადრიდის ღიას მეოთხედფინალში, ნადალთან შეხვედრისას მიიღო. ამის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში მეოთხე ტიტულს დაეუფლა. მათგან ორი კი მასტერს 1000-ის სერიის ტურნირებზე (მაიამიში და მადრიდში) მოიპოვა.

ალკარასი რომში პირველ წრეს ტოვებდა და მეორე წრიდან უნდა ჩართულიყო. მისი განთესვის ნომერია შვიდი. რომაულ ტურნირზე მის ადგილს ფინელი ემილ რუუსურვუორი დაიკავებს, ვინც საქმეში ასევე მეორე წრიდან ჩაერთვება.

ოსაკამაც ტრავმა მადრიდში, რუს ანასტასია პოტაპოვასთან პირველი წრის შეხვედრის დროს მიიღო. ეს ათი დღის წინ მოხდა, თუმცა იაპონელი ამბობს, რომ ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო. ის აღიარებს, რომ როლან გაროსის წინ, სიფრთხილე მართებს.

0.141701