ფეხბურთი

1:02 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2020-ის შემდეგ ლეონარდო სპინაცოლამ პირველად ითამაშა

იტალიის სერია A-ს 36-ე ტური ფლორენციის „ფიორენტინასა“ და „რომას“ მატჩით დასრულდა, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. საბოლოოდ, „იებმა“ გაცილებით უკეთ ითამაშეს და საწყის 11 წუთში ნიკო გონსალესისა და ჯაკომო ბონავენტურას გოლებით იმარჯვეს.

შედეგად, „ფიორენტინამ“ 59 ქულა დააგროვა და ამდენივე ქულა აქვთ „რომასა“ და „ატალანტას“, ხოლო მეხუთე ადგილზეა „ლაციოა“ 62 ქულით. სეზონის ბოლომდე კიდევ ორი ტური დარჩა და ვინ გავა ევროპისა და ვინ კონფერენს ლიგაზე, ჯერ გაურკვეველია.

ერთი აღსანიშნავი ფაქტიც: 90-ე წუთზე თამაშში ჩაერთო ლეონარდო სპინაცოლა, რომელმაც გასული წლის 2 ივლისის შემდეგ პირველად ითამაშა. სპინაცოლამ უმძიმესი ტრავმა ევრო 2020-ის მეოთხედფინალში, იტალიისა და ბელგიის შეხვედრაში მიიღო და პრაქტიკულად ერთი წლის შემდეგ, მართალია ძალიან მწირი დროით, მაგრამ მაინც მოედანზე დაბრუნდა. მას შემდეგ 331 დღე გავიდა...

0.148944