ფეხბურთი

23:10 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "დილას" მოუგო, ხვიჩა კვარაცხელიამ ლამაზი გოლი გაიტანა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 3:0 მოიგო.

გია გეგუჩაძის გუნდმა მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ „დილასთან“ განიცადა და სრულფასოვანი რევანშის აღება მოახერხა, რის შედეგადაც ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა.

ბათუმელები 30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, რომელმაც საჯარიმოში შესანიშნავად ითამაშა და ზუსტად დაარტყა. ხვიჩამ საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავი მეოთხედ გამოიჩინა.

ბათუმელებმა უპირატესობა 81-ე წუთზე გაზარდეს, ამჯერად გოლი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარი ახლო მანძილიდან დალაშქრა, ხოლო სამი წუთის შემდეგ დიდებული კომბინაცია თორნიკე გაფრინდაშვილმა დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო ბათუმი“ 27 ქულით ლიდერია, „დინამო თბილისსა“ და „დილას“ 5-5 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში აჭარლები „საბურთალოს“ შეხვდებიან, ხოლო გორელები სწორედ „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდებიან.

დინამო ბათუმი დილა” 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კვარაცხელია (30), 2:0 ჯიღაური (81), 3:0 გაფრინდაშვილი (84)

0.139624