ჩოგბურთი

17:23 | 8.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალში დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალში დამარცხდა და ჩემპიონობა ვერ მოახერხა.

გორგოძე პრაღაში პირველ ნომრად იყო განთესილი და ფინალამდე ისე მივიდა, რომ სეტიც არ ჰქონდა წაგებული. ქართველი გადამწყვეტ შეხვედრაშიც ფავორიტი იყო, მაგრამ რეიტინგის 268-ე ნომერ მაია ჩვალინსკასთან ვერაფერი გააწყო და ორ სეტში, 5:7, 3:6 დამარცხდა.

პირველ სეტში ყველაფერი პოლონელის ბრეიკმა გადაწყვიტა, რომელიც 6:5-ზე მიითვალა და სეტი გამარჯვებამდე მიიყვანა, ხოლო მეორე სეტში ეკომ ორი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ თავად სამჯერ დაბრეიკდა და შესაბამისად მარცხი განიცადა.

0.124855