ფეხბურთი

19:39 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაბაიე: “პარიზში ბედნიერი არ ვარ”

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი იოან კაბაიე აცხადებს, რომ ფრანგულ კლუბში ის ბედნიერი არაა და არც გუნდის გამოცვლას გამორიცხავს.

კაბაიე “ნიუკასლიდან” პსჟ-ში გასულ ზამთარში გადავიდა. წინა სეზონში ის მოედანზე 21-ჯერ გამოჩნდა. ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, 28 წლის შუახაზელი მოედანზე მხოლოდ 3-ჯერ ვიხილეთ.

“დანებებას არ ვაპირებ. ვარჯიშებზე ბოლომდე უნდა დავიხარჯო.

ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ ბოლომდე ბედნიერი არ ვარ. მსგავს სიტუაციაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ არ ვწუწუნებ. პირველად ხდება, რომ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ვერ ვხვდები.

თუ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი იმის გამო არ გამომიძახებს, რომ კლუბში თამაშის პრაქტიკა არ აქვს, ჩემს აგენტს დაველაპარაკები.

ზოგჯერ, ინგლისი მენატრება ხოლმე. ამ დროს, სხვა რამეზე ფიქრს ვიწყებ, რადგან არ მინდა ფეხბურთს მოვწყდე.” – აცხადებს კაბაიე.

0.112028