„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ტოტენჰემთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მისი გუნდები არასდროს ითამაშებენ იმ სტილში, როგორც ანტონიო კონტე თამაშობს.
„მე არ მიყვარს ამ ტიპის ფეხბურთი, მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია. ვფიქრობ, „ტოტენჰემი“ შესანიშნავი გუნდია და უფრო აქტიურ ფეხბურთს უნდა თამაშობდნენ. ჩვენს წინააღმდეგ ბურთის ფლობის 30-36% ჰქონდათ. შესაძლოა, ეს ჩემი პრობლემაა, მაგრამ ასეთი სტილის ფეხბურთს მე არასდროს ვითამაშებ.
შეიძლებოდა მოგვეგო, მაგრამ ასევე შეიძლებოდა დავმარცხებულიყავით, რადგან მათი კონტრშეტევები მართლაც სახიფათო იყო“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“ თანაბარი ქულები აქვთ, მაგრამ პეპ გვარდიოლას გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.