ფეხბურთი

22:46 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ „ბრაიტონთან“ 0:4 წააგო

დღეს, 7 მაისს, პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბრაიტონს“ ესტუმრა და მოულოდნელად 0:4 დამარცხდა.

ანგარიში მე-15 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, მოიზე კაისედომ გახსნა. 49-ზე ბრაიტონელთა უპირატესობა მარკ კუკურელიამ გაზარდა. 57-ე წუთზე ანგარიში გამანადგურებელი პასკალ გროსმა გახადა, მესამოცეზე კი ლეანდრო ტროსარმა მსუყე წერტილი დასვა - 4:0.

37 მატჩის შემდეგ „მანჩესტერი“ 58 ქულით მე-6 ადგილზეა. 47-ქულიანი „ბრაიტონი“ კი მე-9 ადგილზე დგას.

0.115203