ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ესპანეთის ქალაქ მადრიდში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სანდრომ ასპარეზობა 1/32 ფინალიდან დაიწყო, სადაც გერმანელ კოლინ ჰიპკოკს 15:14 აჯობა, 1/16 ფინალში ბრიტანელი უილიამ დეარი 15:6 დაამარცხა, მერვედფინალში ტუნისელ ფარეს ფერჯანის 15:11 სძლია, ხოლო მეოთხედფინალში შვეიცარიელი ელი დერშვიცის ბარიერი დაძლია - 15:10.
ნახევარფინალში ბაზაძე იტალიელ ლუკა კურატოლის გაეჯიბრა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 14:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი ერგო.