ფეხბურთი

18:05 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძის "ჰალი" წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა და სეზონი დაასრულა

შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ 2021-2022 წლების სეზონი დაასრულა. „ვეფხვები“ ჩემპიონშიფის ბოლო, 46-ე ტურში შინ „ნოტინგემ ფორეტსს“ დაუპირისპირდნენ და ქულა მოიპოვეს - 1:1.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე სტუმრები ბრენან ჯონსონმა პენალტით დააწინაურა, მაგრამ ორი წუთის შემდეგ კინ ლუის-პოტერმა გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ამრიგად, ქართველი სპეციალისტის გუნდმა ჩემპიონშიფი 51 ქულით (14 მოგება, 9 ფრე, 23 წაგება) მე-19 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონსაც ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა. ქართველის ხელმძღვანელობით ინგლისურმა კლუბმა 19 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 6 მოიგო, 4-ჯერ ფრე ითამაშა და 9 შეხვედრაში მარცხი განიცადა. ასე რომ, შოთას ხელში „ჰალმა“ 19 ტურში 22 ქულა მოიპოვა.

აქვე, ჩემპიონშიფის სხვა ვერდიქტებზეც ვთქვათ: პრემიერლიგაში „ფულჰემი“ და „ბორნმუთი“ აღზევდნენ, მესამე წარმატებული გუნდის ვინაობა კი პლეი-ოფში გაირკვევა, რომლის ნახევარფინალში „ჰადერსფილდი“ „ლუტონს“, „ნოტინგემი“ კი „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან „უემბლიზე“ და იმ მატჩის მომგები პრემიერლიგაში აღზევდება. თავის მხრივ, ჩემპიონშიფიდან პირველ ლიგაში გავარდნენ „პიტერბრო“, „დერბი ქაუნთი“ და „ბარნსლი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110537