ჩოგბურთი

17:02 | 7.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ეკო გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც პირველ ნომრადაა განთესილი.

WTA-ს 118-ე ჩოგანმა ნახევარფინალში მექსიკელი ფერნანდა კონტრერას გომესი ორ სეტში, 6:4, 6:3 დაამარცხა და გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის უფლება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ეკო პრაღის ტურნირის ფინალში ისე გავიდა, რომ არცერთ შეხვედრაში ერთი სეტიც კი არ წაუგია. გორგოძე ფინალში 8 მაისს, პოლონელ მაია ჩვალინსკას დაუპირისპირდება.

0.151439